ისტორიაში პირველად აფრიკელმა მწვრთნელმა მოახერხა და მისი ნაკრები 1/4 ფინალში გაიყვანა. ეს მაროკოელთა 47 წლის თავკაცმა ვალიდ რეგრაგმა შეძლო. გარდა ამისა, მაროკო გახდა მე-4 აფრიკული ნაკრები, რომელმაც 1/8-ფინალური სტადია დაძლია.
ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ვალიდმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
“მაროკოს გარდა, ჩვენ აფრიკასაც წარმოვადგენთ. ამ გამარჯვებით მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ აფრიკული ფეხბურთის დონე გაიზარდა.”
ესპანეთთან დაპირისპირებამდე, მაროკოელთა თავკაცმა განაცხადა, რომ მის ნაკრებს ისტორიის დაწერა შეუძლია.
23:00 საათზე, პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის, ბოლო 1/8-ფინალური შეხვედრა გაიმართება. 1/4-ფინალში სწორედ ამ ორ ნაკრებს შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება მაროკოს.