NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსმა” ,,ვაშინგტონ უიზარდსს” უმასპინძლა და ათქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:111 დაამარცხა.
,,ინდიანას” შემადგენლობაში 14 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. ,,პეისერსს” 28 ქულით, 4 პასით, 3 ჩაჭრით, 2 მოხსნითა და 1 დაფარებით ბადი ჰილდმა ულიდერა.
,,უიზარდსის” რიგებში 29 ქულით, 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით კრისტაპს პორზინგისი გამოირჩა.
,,ინდიანა” 14 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიციაზეა, ,,ვაშინგტონი” კი 11 მოგებითა და 15 მარცხით მე-11 ადგილს იკავებს.
გოგა ბითაძის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ ,,ბრუკლინ ნეტსის” წინააღმდეგ გამართავს.