ფრანგულმა, გამოცემამ, L’Equipe-მა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ცუდი თერთმეტეული დაასახელა.
გუნდში უელსის ნაკრების კაპიტანი, გარეტ ბეილი მოხვდა, რომელმაც ტურნირი ერთი გოლით (პენალტი აშშ-სთან მატჩში) დაასრულა, მისი ნაკრები კი ჯგუფში ჩარჩა.
მიუხადავად იმისა, რომ პოლონეთი მუნდიალის მერვედფინალში გავიდა, თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი, სწორედ ჩესლავ მიხნევიჩის გუნდიდანაა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ცუდი გუნდი L’Equipe-ის ვერსიით:
მეკარე – ჰენესი (უელსი)
მცველები – კეში (პოლონეთი), კანანი (ირანი), ხუხი (კატარი), კარასკო (ბელგია)
ნახევარმცველები – ოლსენი (დანია), ბელიკი (პოლონეთი), ზელინსკი (პოლონეთი), დიატა (სენეგალი)
თავდამსხმელები – ბეილი (უელსი), კონტრერასი (კოსტა რიკა)