კრიშტიანუ რონალდუ ,,ალ ნასრში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით არაბულმა კლუბმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნა.
Marca-ს ინფორმაციით, რონალდუმ ,,ალ ნასრთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა. პორტუგალიელი ახალ გუნდთან 2.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, 2030 წლამდე კი კლუბის ელჩი იქნება.
როგორც CBS Sports-ი წერს, კრიშტიანუს ანაზღაურება ,,ალ ნასრში” კვირაში 1 მილიონ დოლარს აღემატება.