ესპანეთის ACB ლიგის მე-15 ტურში ,,ტენერიფემ” ,,უნიკახას” უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91:84 მოუგო.
მასპინძელთა შემადგენლობაში 30 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
შერმადინმა 10-დან 8 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.
,,ტენერიფე” 15 ტურის შემდეგ 11 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.
შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 14 იანვარს, ,,სარაგოსას” წინააღმდეგ გამართავს.