ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ნიუ იორკისა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა.
ნიუ იორკში, ლეგენდარულ “Madison Square Garden“-ზე გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 119:113 დასრულდა.
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ “ინდიანა პეისერსის” ქართველ ცენტრს – გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 15:01 წუთში ბითაძემ 5 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.