ტენერიფემ ფუენლაბრადას მოუგო – შერმადინი მატჩის MVP გახდა

ესპანეთის ACB ლიგის მე-18 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ფუენლაბრადას” სტუმრად 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95:67 მოუგო.

,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 25 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.

შერმადინმა 9-დან 8 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ტენერიფე” 18 ტურის შემდეგ, 14 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.

შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 5 თებერვალს, ,,რეალის” წინააღმდეგ გამართავს.

ტენერიფემ ფუენლაბრადას მოუგო – შერმადინი მატჩის MVP გახდა

სტატიის ავტორი
-