სტეფ კარი All Star-ს გამოტოვებს

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” ვარსკვლავმა სტეფ კარიმ მარცხენა ფეხზე ტრავმა მიიღო. კალათბურთელის გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე კვირაა საჭირო. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სტეფი All Star-ს გამოტოვებს.

“დალას მავერიკთან” მიღებული დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. რენტგენის გადაღების შემდეგ დადასტურდა, რომ კარი რამდენიმე კვირა პარკეტზე ვერ გავა.

ახლა ისმის მთავარი კითხვა, ვინ ჩაანაცვლებს სტეფ კარის? ჭორების თანახმად, კარის ენტონი ედვარდსი, დე’არონ ფოქსი ან ენტონი დევისი ჩაანაცვლებს.

სტეფ კარი All Star-ს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-