6 თებერვალს გამთენიისას, თურქეთისა და სირიის ტერიტორიაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარმა ამბავმა ყველა შეძრა და გამონაკლისი არც საფეხბურთო სამყარო აღმოჩნდა. გამორჩეულმა მოთამაშეებმა, ყოფილმა ფეხბურთელებმა და გუნდებმა თურქეთს სამძიმარი გამოუცხადეს.
ხვიჩა კვარაცხელია
![კვარაცხელია და საფეხბურთო სამყარო თურქეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან 1 კვარაცხელია და საფეხბურთო სამყარო თურქეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2023/02/327131600_911363360014011_5493637163341137160_n.png)
უელსი სნეიდერი
მოჰამედ სალაჰი: “საშინელი ამბები მოდის სირიიდან და თურქეთიდან. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ყველა დაშავებულს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.”
“ვალენსია”: გამძლეობას ვუსურვებთ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს.”
რიად მაჰრეზი: “ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“
ლუკა მოდრიჩი
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია: ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია და ჩვენი საფეხბურთო ოჯახი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთისა და სირიის ხალხის გვერდით დგას, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ლოცულობს ყველა დაზარალებულისთვის.
“მილანი”: “მილანი” ღრმა თანაგრძნობას უცხადებს ყველა იმ პირს, ვინც დაზარალდა მიწისძვრით.