გერმანიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა, რომელიც ბუნდესლიგისა და მეორე ბუნდესლიგის ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, მატჩების ტრანსლაციის უფლების ნაწილს უცხოელ ინვესტორებს 4,5 მილიარდ ევროდ მიყიდის. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენების უფლების 25%-ის გაყიდვაზე, მთლიან კონტენტს კი DFL-ი 18 მილიარდ ევროდ აფასებს.
ლიგის ხელმძღვანელობა ასეთი გადაწყვეტილებით ინგლისის პრემიერლიგასთან და ესპანეთის ლა ლიგასთან ფინანსური ჩამორჩენის შემცირებას გეგმავს.
ამდროისთვის ტენდერში მონაწილეობას ექვსი კომპანია იღებს, რომელთაგან ერთ-ერთი ამერიკული Sixth Street, რომელმაც შარშან ,,ბარსელონას” მედიაბიზნესის წილი 300 მილიონ ევროდ იყიდა.