დავით ნინიაშვილი TOP 14-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” მორაგბე – დავით ნინიაშვილი, TOP 14-ის მე-19 ტურის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გასულ ტურში, “ლიონმა” შინ “რასინგი” მიიღო და 34-ქულიანი სხვაობით 45:11 გაანადგურა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ტალანტს – დავით ნინიაშვილს, რომელმაც მატჩის 43 წუთზე საოცარი ლელო დადო. მატჩის 74-ე წუთზე კი მან მეორე ლელო მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დავით ნინიაშვილი TOP 14-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1
TOP 14-ის კვირის სიმბოლური გუნდი

შეგახსენებთ, რომ “ლიონი” ამ გამარჯვებით TOP 14-ის ცხრილში მესამე პოზიციაზე გადავიდა.

.

დავით ნინიაშვილი TOP 14-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სტატიის ავტორი
-