ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით “ლიონი” და ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან. Le10sport-ის მტკიცებით, “ლიონი” მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდება, თუმცა, კონკურენციის გაწევა “ბარნლისთან” და “ვულვზთან” მოუწევს. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ მზარდი დაინტერესების ფონზე, “მეცმა” მიქაუტაძის ფასი გაზარდა და ქართველ შემტევს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 […]
ბექა საღინაძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ერთ-ერთი გამორჩეული მესამეხაზელი – ბექა საღინაძე, ტოპ 14-ის 25-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ტოპ 14-ის 25-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, “სტად ფრანსესა” და “ლიონის” დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული სანახაობრივი დაპირისპირება, ფრედ 31:31 დასრულდა. ბექა საღინაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და 62-ე წუთზე, გატანილი ლელოთიც შეძლო თავის გამოჩენა. ტოპ […]
ლიონი 5:4 მონპელიე (მიმოხილვა)
რას უკავშირდება გიორგი მიქაუტაძის გოლის აღნიშვნა?
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრაში, “მეცმა” “სენტ-ეტიენი” – 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა, ერთ-ერთი გოლი კი გამორჩეულ სტილში აღნიშნა, რასაც მოგვიანებით გულშემატკივართა აგრესია და მატჩის რამდენიმე წუთით შეჩერებაც მოჰყვა. უფრო კონკრეტულად, გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ლიგა 1-ში უკვე მე-19 გოლი გაიტანა, ციფრი 69 გამოსახა, რაც “სენტ-ეტიენის” […]
დავით ნინიაშვილის ტრავმა ნავარაუდებზე მძიმე აღმოჩნდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი, მოედანზე დაბრუნებას 2-3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად გავრცელებული 4 კვირის ნაცვლად, ახალგაზრდა მორაგბე 2-დან 3-თვემდე იუქმებს. შეგახსენებთ, დავით ნინიაშვილმა, ტრავმა “ჩელენჯ ქაფის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში მიიღო. 1/8-ფინალურ შეხვედრაში, “სტად ფრანსესა” და “ლიონის” […]
როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო. მედიკოსების განცხადებით მორაგბე 4-6 კვირას გამოტოვებს. გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიანიაშვილმა გუშინ დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა. გარდა “ნინისა”, ფრანგულ კლუბს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ჯოშუა ტუივასაც დააკლდა. “ჟან-ბუენზე” გამართული მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, დავით ნინიაშვილს ორშაბათს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რამაც დაადასტურა, […]
,,ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, ,,პსჟ-სთან” მოგების შემდეგ, პარიზული გუნდის პრობლემებზე ისაუბრა: ,,მე ამ კლუბს ვიცნობ. მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც მთავარ მიზანს ვერ აღწევენ, მათთვის სეზონი სრულდება. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა გრძელდება, ყველაფერი კარგადაა. როგორც კი გუნდი ამ ტურნირიდან ვარდება, ყველაფერი სრულდება და საუბარი მომავალ სეზონზე იწყება. სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, წინ კიდევ […]
დავით ნინიაშვილის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ვარსკვლავმა – დავით ნინიაშვილმა, “ჩელენჯ ქაფის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. დავით ნინიაშვილის ლიონი ჩელენჯ ქაფის 1/4-ფინალში გავიდა “სტად ფრანსეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის 50-ე წუთზე მიღებული ტრავმის გამო, ნინიაშვილმა შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნინიაშვილს მყესები აქვს დაზიანებული, რის გამოც მოედანზე დაბრუნებას 4-6 კვირის […]
დავით ნინიაშვილის ლიონი ჩელენჯ ქაფის 1/4-ფინალში გავიდა
ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში დავით ნინიაშვილის ,,ლიონმა” ,,სტად ფრანსეს” სტუმრად 41:24 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ქართველმა მორაგბემ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 50-ე წუთზე მოედანი კოჭის ტრავმის გამო დატოვა. ,,ლიონის” მეტოქე მეოთხედფინალში ,,ტულონი” იქნება, რომელმაც ,,სენტრალ ჩიტასთან” 36:21 იმარჯვა. ნინიაშვილის გუნდი ჩელენჯ ქაფის მოქმედი გამარჯვებულია – ,,ლიონმა” შარშან ფინალში სწორედ ,,ტულონი” დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში […]
“ასეთ აღიარებას არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ” – დავით ნინიაშვილი
ბორჯღალოსნებისა და ‘ლიონის’ ახალგაზრდა ვარსკვლავი, 20 წლის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მ „ოსკარით“ დააჯილდოვა. გამოცემის მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო მორაგბის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 70-ედ გაიმართა. ამ პერიოდში ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი „ოსკარის“ მფლობელი ერთადერთხელ გახდა და ის ქართველი ლეგენდა მამუკა გორგოძე (რომელიც ორი სხვადასხვა “ოსკარის” მფლობელია) იყო, ახლა კი ეს […]
“კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემპიონებო” – ლიონი ნინიაშვილსა და საღინაძეს მიმართავს
დავით ნინიაშვილსა და ბექა საღინაძეს “ლიონმა” სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტი მიუძღვნა. “კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემპიონებო. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე ლიონში დაბრუნდნენ. გილოცავთ, ჯენტლმენებო”, – აღნიშნულია “ლიონის” პოსტში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. განახლებული ფორმატით ჩატარებული პირველი ტურნირის ფინალში, […]
დავით ნინიაშვილი TOP 14-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” მორაგბე – დავით ნინიაშვილი, TOP 14-ის მე-19 ტურის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. გასულ ტურში, “ლიონმა” შინ “რასინგი” მიიღო და 34-ქულიანი სხვაობით 45:11 გაანადგურა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ტალანტს – დავით ნინიაშვილს, რომელმაც მატჩის 43 წუთზე საოცარი ლელო დადო. მატჩის 74-ე წუთზე კი მან მეორე ლელო მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში […]