,,რომასა” და ,,კრემონეზეს” შეხვედრის მეოთხე მსაჯმა, მარკო სერამ, რომაული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სპეციალისტმა არბიტრს ერთ-ერთ ეპიზოდზე კითხვა დაუსვა, რაზეც სერამ უპასუხა: ,,ყველას სულელი ჰგონიხარ, სახლში წადი!” შელაპარაკება მეორე ტაიმის სტარტზევე მოხდა და ჟოზე მალევე მთავარი მსაჯისგან წითელი ბარათით დაისაჯა.
დღეს სერია A-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მოურინიოს ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
,,კრემონეზესთან” მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ სერა ტურინიდანაა, მის გუნდს კი მომავალი მატჩი სწორედ ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ ელის.