სარი: ,,სპალეტი მეფე გახდება”

რომის ,,ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ,,ნაპოლისთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს მნიშვნელოვანი 3 ქულაა მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც თავისთვის ცალკე სეზონს ატარებს და რომელმაც, მგონი, საკუთარ სტადიონზე 11 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ასე რომ, აქ მოგება ბევრს ნიშნავს. ყურადღების, ფოკუსირების, თავდადებისა და მონდომების თვალსაზრისით, მაღალი დონის შესრულება იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მეტი შეგვიძლია.

ჩვენი თავდამსხმელებისთვის რთული მატჩი გამოვიდა, მათ თავი უნდა გაეწირათ მაშინ, როცა ,,ნაპოლის” მცველები გამუდმებით მაღლა იწევდნენ. იმის დანახვა, რომ ფეხბურთელებს ასეთი თამაში შეუძლიათ, მწვრთნელისთვის ძალიან დამაკმაყოფილებელია.

ამ სეზონის შემდეგ, თუ სპალეტი მიზანს მიაღწევს, ის აქ მეფე გახდება. მოგება ყველგან მშვენიერია, მაგრამ მოგება ნეაპოლში რაღაც განსაკუთრებულია. მის გამო ბედნიერი ვარ,” – სარის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

სერია A-ს 25-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ლაციოს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

სპალეტის გუნდს 65 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ლაციოს” 17 ქულით უსწრებს.

სარი: ,,სპალეტი მეფე გახდება”

სტატიის ავტორი
-