იუვენტუსის ფანებს, რომლებმაც ლუკაკუს შეურაცხყოფა მიაყენეს, სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

ტურინის ,,იუვენტუსი” იმ ფანების ინდენტიფიცირებას აპირებს, რომლებმაც ,,ინტერთან” მატჩში ,,ნერაძურის” თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ბებერი ქალბატონები” ტურინის პოლიციასთან თანამშროლობენ. დაგეგმილია 115 კამერის ჩანაწერის ამოღება, რომლებიც ,,იუვენტუსის” საშინაო არენის ტერიტორიაზეა დამონტაჟებული.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, იდენტიფიცირების შემთხვევაში, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალებათ.

,,იუვენტუსსა” და ,,ინტერს” შორის კოპა იტალიის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 26 აპრილს, მილანში გაიმართება.

იუვენტუსის ფანებს, რომლებმაც ლუკაკუს შეურაცხყოფა მიაყენეს, სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

სტატიის ავტორი
-