ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ბრუკლინისა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. ნიუ იორკში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 101:84 დასრულდა.
გოგა ბითაძემ “ბრუკლინის” წინააღმდეგ ორმაგი დუბლი გაიფორმა და “ორლანდოს” მაისურით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ დროში 12 ქულის, 15 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ბითაძემ საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ისროლა. მის მიერ ნასროლი 7 ბურთიდან – 5 ზუსტი აღმოჩნდა.