მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

მარსელო ბიელსა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. ამჯერად, 67 წლის სპეციალისტი ურუგვაის საფეხბურთ ნაკრებს ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახამად, ბიელსასა და ურუგვაულ მხარეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ფედერაციის წარმომადგენელმა ხორხე კასალესმა დაადასტურა, რომ “ლიდსის” ყოფილი მწვრთნელი კონტრაქტს უახლოეს საათებში მოაწერს ხელს.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1656780274720440322

ჩილეს შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბიელსა სამხრეთ ამერიკულ ნაკრებს ჩაიბარებს.

აქამდე მას ევერტონთან აკავშირებდნენ. ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ მარსელო “ევერტონის” მწვრთნელად დაინიშნებოდა. როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, 67 წლის სპეციალისტი “ევერტონის” მფლობელის ფარჰად მოშირისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

სტატიის ავტორი
-