დაახლოებით 5 თვეა რაც ფრანსის ნგანუ ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში აღარ ირიცხება. UFC-ის დატოვების ოფიციალური მიზეზი არ სახელდებოდა, თუმცა, დანა უაითმა ამ ყველაფერზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ნგანუს დიდ სახელებთან ბრძოლა არ სურდა.
დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი ჩემპიონი PFL-ში იბრძოლებდა. საბოლოოდ, თავად პროფესიონალ მებრძოლთა ლიგამ დაადასტურა, რომ ნიერიელი ახლა მათ ოქტაგონზე იასპარეზებს.
NY Times-ის მიხედვით, ფრენსისი ჯერ კრივის მატჩს ჩაატარებს და შემდეგ იბრძოლებს ოქტაგონზე. არიელ ელვანის ინფორმაციით, PFL-ში მისი დებიუტის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.