ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული სპორტული გამოცემა “skysports”-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის კლუბის კაპიტანს – ჰარი მაგუაერს £10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, იმ შემთხვევაში თუ ინგლისელი მცველი კლუბს ამ ზაფხულში დატოვებს.
30 წლის ინგლისელი მცველი “წითელი ეშმაკების” რიგებში 2019 წლიდან ირიცხება, რა დროშიც მან 118 მატჩის ჩატარება შეძლო და 4-ჯერ გაიტანა გოლი.
მაგუაერმა 4-წლიან მანჩესტერულ კარიერაში კლუბთან ერთად EFL თასი და ევროპა ლიგა მოიგო.