მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მაროკოსთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა.
სწორედ ამ მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო თუ ვინ დაიკავებდა H ჯგუფში პირველ ადგილს. საქართველოს პირველ პოზიციაზე გასასვლელად დღეს მოგება სჭირდებოდა, შედეგად, ჩვენი გუნდი ჯგუგიდან მეორე ადგილით გავიდა.
საქართველომ სადებიუტო შეხვედრაში ირლანდიას 5:1 მოუგო, მეორე ტურში კი შოტლანდიასთან 3:1 იმარჯვა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.
2023 წლის SOCCA WORLD CUP-ს გერმანიის ქალაქი ესენი მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატმა 2 ივნისს აიღო სტარტი და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.