პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მალე საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გახდება:
,,ვიცოდი, რომ ჩემი საუდის არაბეთში გადმოსვლა ყველასთვის გზას გახსნიდა. და არ ვცდებოდი…
დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 წელიწადში საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიგა იქნება. ბენზემა უკვე გადმოვიდა და კიდევ ბევრი გადმოვა,” – რონალდუს სიტყვებს Marca ციტირებს.
გუშინ საუდის არაბეთის პრო ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ,,ალ იტიჰადმა”, ქარიმ ბენზემას ტრანსფერი დაადასტურა. გუნდი მალე ნ’გოლო კანტესაც გაიფორმებს.