საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ალაფის პირველი, ზაგრების ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.
საქართველო G-ჯგუფში უნგრეთის, ავსტრიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ასპარეზობს. 16 ივნისს, ჩვენმა გოგონებმა პირველი თამაში ბულგარეთის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 43:7 დაამარცხეს. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა 18:50 საათზე ავსტრიასთან გაიმართება.