სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატში, ვაკო ყაზაიშვილთან ერთად, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

ბექა მიქელთაძე კარიერას “გვანგჯუს” რიგებში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის წარდგენა, კლუბის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მოხდა. მიქელთაძე 99 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, 25 წლის ბექა მიქელთაძე 2021 წლის ზაფხულში ავსტრალიურ “ნიუკასლ ჯეტსს” შეუერთდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 19 გოლის გატანა შეძლო.

სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

სტატიის ავტორი
-