საქართველოსა და ბელგიის მატჩში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დასწრების რეკორდი მოიხსნება

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და ბელგიის შეხვედრის ბილეთების 100%-ია გაყიდული.

,,დინამო არენა” 54 ათას მაყურებელს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს, უდიდესი ალბათობით, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი მოიხსნება.

ამ მომენტისთვის რეკორდი ბარსელონას ეკუთვნის – 1996 წელს, იტალიისა და ესპანეთის ფინალურ მატჩს, 35,500 მაყურებელი დაესწრო.

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის პირველ ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 მოუგო და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ბელგია კი 1 ქულით მეორე ადგილს იკავებს. დღევანდელი შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და ბელგიის მატჩში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დასწრების რეკორდი მოიხსნება

სტატიის ავტორი
-