ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ჯოშ ემეტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

დაპირისპირება, რომელიც საღამოს მთავარი ბრძოლა იყო, ფლორიდაში, ჯექსონვილში შედგა.

შეხვედრა ,,მატადორის” აშკარა უპირატესობით წარიმართა. ილიამ მეტოქეს 5-ვე რაუნდში აჯობა.

თოფურიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება დაუგროვდა. დღევანდელ ბრძოლამდე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილს იკავებდა.

https://twitter.com/ufc/status/1672725255670906883

ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა

სტატიის ავტორი
-