ჯოშ ემეტთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის განახლებულ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და ტიტულისათვის ბრძოლას სავარაუდოდ 1 დაპირისპირება აშორებს.
ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-5 ნომერმა, მომდევნო ბრძოლის ესპანეთში გამართვის სურვილი გამოთქვა. “მატადორი” აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა მადრიდში გაიმართება – ივენთზე დასასწრები ბილეთები უმოკლეს დროში გაიყიდება.
“თუ ესპანეთში ბრძოლის შესაძლებლობა მომეცა, ბილეთებს 1 დღეში გავყიდი. ბრძოლის გამართვა მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მსურს”, – ილია თოფურია.
შეგახსენებთ, თოფურია MMA-ში დაუმარცდებლად ასპარეზობს (14-0), ხოლო UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.