ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: ,,ბედნიერი ვარ, რომ მატჩს 50 ათასი ადამიანი დაესწრება, 100 ათასსაც ვისურვებდი”

ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გაი ლუზონმა, საქართველოსთან გასამართ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,საქართველოს თამაშებს ვუყურე. ისინი დიდი ვნებით, დიდი სულისკვეთებით თამაშობენ. არავის სჯეროდა, რომ ჯგუფში, სადაც ნიდერლანდები, ბელგია და პორტუგალია თამაშობდნენ, პირველ ადგილს საქართველო დაიკავებდა. დიდი პატივისცემა ამ გუნდს!

ბედნიერი ვარ, რომ მატჩს 50-60 ათასი მაყურებელი დაესწრება, მომწონს, 100 ათასსაც ვისურვებდი! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ! მომდევნო ეტაპზე საუკეთესო გუნდი გავა,” – ლუზონის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის C ჯგუფის ბოლო ტურში ისრაელმა ჩეხეთს 1:0 მოუგო, რითაც მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

მეოთხედფინალში ლუზონის გუნდის მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება. მატჩი შაბათს, პირველ ივლისს, ,,დინამო არენაზე” გაიმართება.

ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: ,,ბედნიერი ვარ, რომ მატჩს 50 ათასი ადამიანი დაესწრება, 100 ათასსაც ვისურვებდი”

სტატიის ავტორი
-