საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, მარკუს ტურამი კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
25 წლის ფეხბურთელი მილანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორა.
ტურამმა გასულ სეზონში ,,გლადბახის” მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
თავდამსხმელის გადაბირებით ,,პარი სენ ჟერმენი”, ,,მილანი” და ,,ლაიფციგიც” ინტერესდებოდნენ.