ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე: ,,მისი გაუმჯობესება შეგვიძლია”

,,ფროზინონეს” მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, გუნდის ქართველ ახალწვეულზე, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა:

– კვერნაძის გარშემო დიდი აჟიოტაჟია. რა დრო დასჭირდება მას, რომ სერია A-ს დონის ფეხბურთელი გახდეს?

– როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოდიხარ, ადაპტაციისთვის ცოტა მეტი დრო გჭირდება. საჭიროა, რომ ამ ბიჭის ხასიათი გავიცნოთ. ჯერჯერობით მასთან არ მიმუშავია, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ მისი გაუმჯობესება შეგვიძლია.

გიორგი კვერნაძის ტრანსფერი ,,ფროზინონემ” 3 ივლისს დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ს მომავალი სეზონის პირველ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლისთან” ჩაატარებს.

ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე: ,,მისი გაუმჯობესება შეგვიძლია”

სტატიის ავტორი
-