დღეს ბელგიელმა ჟურნალისტმა, საშა ტავოლიერიმ, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ,,მეცში” გადასვლასთან ახლოს იყო.
ტავოლიერიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა:
,,მეცი ჩაკვეტაძის ტრანსფერს აჭიანურებს. მიუხედავად იმისა, რომ ,,გენტთან” ქართველი შემტევი ნახევარმცველის იჯარაზე შეთანხმება მიღწეულია და დღეს ყველა ფორმალობა უნდა მოგვარებულიყო, ფრანგულმა გუნდმა ტრანსფერის დასრულების კიდევ 2 დღით გადადება ითხოვა.
თუ ლოდინი კიდევ გაჭიანურდება, შესაძლოა მეცს ჩაკვეტაძე ხელიდან დაუსხლტეს, რადგან მას სხვა შემოთავაზებებიც აქვს,” – წერს ტავოლიერი.
ჩაკვეტაძემ გასული სეზონი ,,სლოვანში” გაატარა, სადაც 47 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.