NBA-ს სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი, “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელ ლიდერს ნეიმარს შეხვდა. “ლეიკერსის” ფორვარდს და NBA-ს ოთხგზის MVP-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა სათანადო პატივი მიაგო და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ნეიმარმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც 24 საათის განმავლობაში 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.