ზუსტად 15 წლის წინ “ბარსელონაში” ახალი ეპოქა დაიწყო.
იმ დროისთვის პერსპექტიულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
ამის შემდგომ გავიდა 15 წელი და მესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
მესიმ “ბარსელონას” მაისური 664-ჯერ მოირგო. გაიტანა 581 ბურთი. მოგებული აქვს 5 ოქროს ბურთი. “ლა ლიგის” ჩემპიონი 9-ჯერ გახდა. 4-ჯერ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.