გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის (Liga Endesa) თებერვლის თვის MVP გახდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა და დომინიკ სატონმა გამოიჩინეს თავი – შესაბამისად ორივე მათგანი თებერვლის თვის MVP-ის ტიტულს დაეუფლა.
მიმდინარე თვეში გიორგი შერმადინს ფენომენალური სტატისტიკა აქვს. ქართველი კალათბურთელის მონაგარი საშუალოდ 18.5 ქულასა და 7.5 მოხსნას შეადგენს. სროლების პროცენტული მაჩვენებლი კი კიდევ უფრო გასაოცარია – საშუალო მანძილიდან სროლები 81% (13/16).