საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ რუსების მუქარაზე განცხადება გააკეთა: “აღნიშნულ საკითხზე არ ვფიქრობთ, ჯერ ბელგიასთან მატჩი გვაქვს სათამაშო, რუსების მხრიდან მსგავსი განცხადებები არაერთგზის გაჟღერებულა. ჩვენ მოედანზე გავალთ და ყველაფერს იქ დავამტკიცებთ”, – განაცხადა ნემსაძემ.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო რუსეთს 17 მარტს კრასნოდარის სტადიონზე დაუპირისპირდება. რუსები აღნიშნული მატჩს სრული მობილიზებით ხვდებიან და პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას გეგმავენ.