დინამო თბილისი გვერდში დგომას ა(ღა)რ იმსახურებს
თამაშისთვის არ მიყურებია. ნუ გამკიცხავთ. ერთ დროს, იყო ბავშვობა – პერიოდი როდესაც თამაშს არ ვტოვებდი და იმ მომავლის მჯეროდა, რომელიც არასოდეს დადგა. შემდეგ დრო აჩქარდა, საათ-ნახევარი კი არაა ცოტა დრო იმისთვის, რომ დაკარგო. არადა, რას შეუძლია ადამიანის გონების ისე დაპყრობა, როგორც გადავსებულ სტადიონს, ერთიან შეძახილებს, გოლის აღნიშვნისას მიღებულ განუზომელ ემოციას? ქართველებს ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და […]
12 ოქტომბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება. ეს თარიღი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში არცისე წარმატებულია. საქართველოს ეროვნული გუნდს ამ თარიღით ისტორიაში სულ 6 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 3 წააგო, სამში კი ფრე ითამაშა. დეტალურად 12 ოქტომბრის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 1994 მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები ტურნირი: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის […]
6 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის 6 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ისტორიაში პირველად, ევროპის 1988 წლის ჩემპიონს და მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონ (1974, 1978 და 2010) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორი თარიღია 6 ივნისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეროვნულ გუნდის ისტორიაში ამ დღით 5 მატჩი თარიღდება, საიდანაც “ჯვაროსნებმა” 2 მოიგეს, სამში კი […]
რატომ არ დაესწრო კახა ცხადაძე ვილი სანიოლისთან შეხვედრას?
საქართველოს ნაკრების ყოფილმა და “დინამო თბილისი” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის იმას, თუ რატომ ვერ დაესწრო შეხვედრას, რომელზეც ეროვნული გუნდის თავკაცი, ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის კლუბების დამრიგებლებს შეხვდა. “სანიოლთან კარგი და სასურველი შეხვედრა იყო, რადგან აუცილებელია, რომ გუნდებისა და ნაკრების მწვრთნელებს შორის […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
2 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთის ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ ისტორიას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ “ჯვაროსნებისთვის” 2 ივნისი წარუმატებელი მატჩებით გახდა დასამახსოვრებელი და იმედი გვაქვს, რუმინეთთან მატჩში ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ნავსის გატეხვას მოახერხებენ. აქამდე, 2 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე […]
დინამო თბილისს კახა ცხადაძე გაწვრთნის – გიორგი ნემსაძე მენეჯმენტში გადაინაცვლებს
გიორგი ნემსაძემ “დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობაში გადაინაცვლა. Live.ge-ს ინფორმაციით, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ “დილასთან” მარცხის (0:2) შემდეგ, 49 წლის სპეციალისტმა დაკავებული თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, რის შემდეგაც მას გუნდის ხელმძღვანელობამ სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზა. გიორგი ნემსაძე, რომელმაც წინა სეზონი გორის “დილაში” გაატარა და […]
ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, აქ ჩატარებული ხუთი მატჩიდან ფრედ არცერთი დასრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. მე-13 სათამაშო კვირის გახსნითი მატჩი ეროვნულ სატურნირო ცხრილის ორ ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდებს შორის წარიმართა და მასში ქუთაისის “ტორპედომ” “თელავს”, თანაც კახეთშ, 4 უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც სეზონში […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
დინამოს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – მოქმედმა ჩემპიონმა შუქურას მოუგო და ლიდერობა გაიმყარა
7 აპრილს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო თბილისმა ელიტაში დაბრუნებულ ქობულეთის “შუქურას” – 1:0 აჯობა. შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე, უპირატესობას თბილისელები დაეუფლნენ. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და მეტოქის კარის აღებას ფლანგიდან ჩაწოდებებისა და კომბინაციური ფეხბურთის თამაშით ცდილობდნენ. რაც შეეხებათ აჭარლებს, მათ მეორე ნომრად […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
სანაკრებო პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ლიგა წყალტუბოს “სამგურალისა” და “სამტრედიას” მატჩით განახლდა, რომელშიც მათე კვირკვიას მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და გია ცეცაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა “დინამო თბილისმაც”, რომელმაც საშინაო კედლებში, გორის “დილას” – 1:0 აჯობა. გიორგი ნემსაძემ ყოფილი გუნდის დამარცხება ლუკა გაგნიძის მიერ გატანილი გოლით მოახერხა. მეექვსე ტურის […]
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მთავარი კანდიდატი, თბილისისა და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდნენ. აღიარებულ ლიდერთა მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, აჭარელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. “დინამო არენაზე” ჩატარებული მატჩის აფიშის შესაბამისად, თამაში დაძაბული და მძიმე გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ორივე გუნდის ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად ერიდებოდნენ, ისინი არც მეტოქეთა მიმართ უხეშობას […]