უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მცირე ინციდენტი მოხდა.
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პსჟ”-ს დაპირისპირების პირველ ტაიმში ინგლისელთა ლეგენდა, ერიკ კანტონა ნეიმარის ოჯახის გაღიზიანებას შეეცადა.
კანტონა და მისი მეგობარი “პსჟ”-ს ბრაზილიელი ვარსკვლავის ოჯახთან ახლოს ისხდნენ.
როგორც ცნობილია, ნეიმარის მამა კანტონასთან მივვარდა, რა დროსაც კანტონას მეგობარმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.