პსჟ იაპონური ტურნეთი 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს
იაპონური ტურნე ,,პარი სენ ჟერმენის” ბიუჯეტს 20 მილიონი ევროთი შეავსებს, რაც გასულ წელთან შედარებით, 8 მილიონით მეტია. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. პარიზული კლუბი აზიურ ქვეყანაში 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 25 ივლისს კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრს” შეხვდება, 28-ში – ,,სერესო ოსაკას”, პირველ აგვისტოს კი – ,,ინტერს”. ,,პსჟ” თავდაპირველად აპირებდა, რომ ზაფხულის ტურნე აშშ-ში მოეწყო, თუმცა იაპონელების […]
პარი სენ ჟერმენმა სიტის ბერნარდუს სანაცვლოდ 3 ფეხბურთელი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო
,,პარი სენ ჟერმენი” ,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზულმა კლუბმა ,,ქალაქელებს” პორტუგალიელის სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი – ჯანლუიჯი დონარუმა, მარკო ვერატი და პრესნელ კიმპემბე შესთავაზა. ,,სიტიმ” შეთავაზება დაბლოკა, თუმცა როგორც Foot Mercato წერს, მანჩესტერული კლუბი მზადაა, ბერნარდუ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში გაყიდოს. გასულ სეზონში სილვამ ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ […]
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას პარტნიორის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იტალიელი მენეჯერის თქმით, ნიგერიელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის ერთადერთი ვარიანტი მისი “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგებაა. “ერთადერთი კლუბი, რომელსაც ვიქტორ ოსიმენის შეძენა შეუძლია, “პარი სენ-ჟერმენია”. თუ ნასერ ალ ხელაიფის სურს 200 მილიონი ევროს წინადადების გამოგზავნა, ჩვენ ველოდებით და ვნახავთ რა მოხდება”, – თქვა “ნაპოლის” […]
მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე: ,,შეიძლება, მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ჯადოქარი არ ვარ”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, ჰკითხეს, რატომ ვერ შეძლო მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება: ,,არ ვიცი, პსჟ-ს ლიგის მოგებისთვის რა აკლდება, ეს კითხვა მე არ მეხება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ეს უნდა ჰკითხოთ ადამიანებს, რომლებიც ამ გუნდს აშენებენ. მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. გასულ სეზონში დაახლოებით 40 გოლი […]
ოფიციალურად: მარკო ასენსიო პსჟ-ს ფეხბურთელია
ესპანეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის შემტევმა – მარკო ასენსიომ, მადრიდული კლუბი 9-წლიანი კარიერის შემდეგ ოფიციალურად დატოვა და ახალი სეზონიდან მას ახალ კლუბში, კერძოდ კი “პსჟ”-ში ვიხილავთ. მარკო ასენსიომ “პსჟ”-სთან კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა, რის მიხედვითაც იგი კლუბში 2026 წლის ჩათვლით დარჩება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარიზულმა კლუბმა ესპანეთის ნაკრების შემტევი სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის […]
ლუის ენრიკე: ,,ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”
,,პარი სენ ჟერმენის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მისი გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა: ,,ზეწოლა მომწონს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მეტოქეებს მეტი გამოცდილება აქვთ, არ ნიშნავს, რომ მათ დონეზე ვერ ვიქნებით. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია. იყო ამბიციური, ეს კარგია. ჩემი სტილი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ვიყავი ფეხბურთელი, ვთამაშობდი ,,ბარსელონაში”, დიდ გუნდებში მიმუშავია, ვიცი, რომ ფეხბურთელები […]
ალ-ხელაიფი: ,,მბაპე უფასოდ ვერ წავა, ეს შეუძლებელია”
,,პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, კილიან მბაპეს მომავლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა: ,,ჩემი პოზიცია გასაგებია. ყოველ ჯერზე ამის გამეორება არ მსურს: ჩვენ გვინდა, რომ კილიანი ,,პსჟ-ში” დარჩეს. მაგრამ, თუ იგივე მბაპესაც სურს, მაშინ მან გუნდთან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და უფასოდ ვერ წავა, ეს შეუძლებელია. ის თავად ამბობდა, რომ უფასოდ […]
ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი სახლის ეზოში ხელოვნური ტბის უნებართვოდ მოწყობა გახდა. ფეხბურთელს შინ რამდენიმე გარემოს დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვია, რომლებმაც ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს. ნეიმარს ყველაფრის მოსაგვარებლად გარკვეული დრო მისცეს, თუმცა, “პსჟ-ს” შემტევმა პრობლემის მოსაგვარებლად თავი არ შეიწუხა და სოციალურ ქსელში წვეულების ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც ამ ტბაზე იყო გამართული. […]
პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიესთან თანამშრომლობა გაწყვიტა
“პარი სენ-ჟერმენმა” და კრისტოფ გალტიემ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს. პარიზულმა კლუბმა ფრანგ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. “მთელი “პარი სენ-ჟერმენი” კრისტოფ გალტიესა და მის თანაშემწეებს, სეზონის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდით. მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებებს მათ კარიერაში.” – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. პარიზულ კლუბთან ერთად გალტიემ საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერ თასი […]
მესი: ,,პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, რაც დიდი იმედგაცრუება იყო”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის თქმით, ,,პსჟ-ში” მისი ერთ-ერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო: ,,ჩემი მიზანია, მოვიგო ყველა ტურნირი, რომელშიც ვთამაშობ, შესაბამისად, არც ჩემპიონთა ლიგაა გამონაკლისი. ,,პსჟ-ში” გატარებულ 2 სეზონში ამ ტიტულის მოპოვება ვერ შევძელით, რაც ორივე შემთხვევაში დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, არ ჩამოვწეროთ ის ტურნირები, რომელთა მოგებაც მოვახერხეთ, მაგალითად – საფრანგეთის […]
,,ამის ახსნა არ შემიძლია” – პარედესი პსჟ-ს ქომაგების მხრიდან მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, რომელმაც გასული სეზონი ტურინის ,,იუვენტუსში” გაატარა, პარიზული გუნდის გულშემატკივრების მხრიდან ლეო მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა: ,,რატომ გვექცეოდნენ პსჟ-ს ქომაგები მესის და მე ასე? არ ვიცი, პარიზში 4 წელი გავატარე და იქ ყოფნა ძალიან მომწონდა. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით… გულშემატკივრების რეაქციის ახსნა […]
სერხიო რიკო კომიდან გამოვიდა – მისი მდგომარეობა სტაბილურია
სერხიო რიკოს მეუღლემ – ალბა სილვამ, ესპანურ მედია “Telecinco”-ს განუცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კომიდან გამოვიდა. ცხენიდან გადმოვარდნისა და თავის მძიმე ტრავმის შემდეგ, რიკო სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო იგი ინტენსიური დაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშ იყო. გასულ კვირას, ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნით, ვირგენ დელ როკიოს ჰოსპიტალმა სევილიაში, სადაც რიკო მკურნალობს, […]