კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა არტურმა ნეიმარის შესახებ ისაუბრა.
ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავს მომავალში “რეალში” ტრანსფერის ვარიანტი ექნება.
“ეს ისეთი შემოთავაზება იქნება ნეიმარისთვის, რომ გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად უნდა მიიღოს.
ზუსტად არ ვიცი, თუ რას ის აირჩევს მომავალში, მაგრამ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,” – თქვა არტურმა AS-სთან საუბარში.