მოურინიმ ჩემპიონთა ლიგაზე სასურველი წყვილები დაასახელა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

აღნიშნულ ეტაპზე 4 ინგლისური გუნდი გავიდა – “სიტი”, “იუნაიტედი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი”.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ რუსულ არხთან თავისი სასურველი წყვილები დაასახელა.

“მინდა, რომ ინგლისური გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ყველანაირი უპირატესობის გარეშე.

უმჯობესი იქნება თუ მეოთხედფინალში ორ პრემიერლიგურ წყვილს მივიღებთ, რადგან ამით 1/2 ფინალში ორი ინგლისური გუნდი გავა.

ვფიქრობ, რომ თუ კენჭისყრა “სიტის” “იუნაიტედთან”, ხოლო “ტოტენჰემს” “ლივერპულთან” შეახვედრებს, ძალიან მაგარ მატჩებს ვიხილავთ,” – თქვა მოურინიომ.

 

მოურინიმ ჩემპიონთა ლიგაზე სასურველი წყვილები დაასახელა

სტატიის ავტორი
-