2-წლიანი სასამართლო პროცესისა და სექსუალური სკანდალის შემდეგ, ბენჟამინ მენდი ფეხბურთს უბრუნდება. 29 წლის მარცხენა მცველი, რომელთანაც “მანჩესტერ სიტიმ” კონტრაქტი გაწყვიტა, სამშობლოში ბრუნდება და საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს. Benjamin Mendy signe deux ans au FC Lorient. Le communiqué ➡️ https://t.co/upslF01fWp pic.twitter.com/KzuQSLVD4f — FC LORIENT 🐟 (@FCLorient) July 19, 2023 ამიერიდან, ბენჟამინ მენდი ლიგა 1-ის წარმომადგენელი “ლორიენის” ფეხბურთელი […]
პარი სენ ჟერმენმა სიტის ბერნარდუს სანაცვლოდ 3 ფეხბურთელი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო
,,პარი სენ ჟერმენი” ,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზულმა კლუბმა ,,ქალაქელებს” პორტუგალიელის სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი – ჯანლუიჯი დონარუმა, მარკო ვერატი და პრესნელ კიმპემბე შესთავაზა. ,,სიტიმ” შეთავაზება დაბლოკა, თუმცა როგორც Foot Mercato წერს, მანჩესტერული კლუბი მზადაა, ბერნარდუ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში გაყიდოს. გასულ სეზონში სილვამ ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ […]
რიად მაჰრეზი ალ აჰლის კონტრაქტზე შეუთანხმდა
,,მანჩესტერ სიტის” შემტევი, რიად მაჰრეზი საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ალჟირელი ფეხბურთელი ,,ალ აჰლის” კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და არაბულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში, წელიწადში 25 მილიონ ფუნტს მიიღებს. ,,სიტი” ,,ალ აჰლისგან” ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება. როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს, არაბები მზად არიან, მაჰრეზის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ,,ალ აჰლიმ” წელს რამდენიმე […]
Mundo Deportivo – ბერნარდუ სილვას ბარსელონაში თამაში სურს
,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, კარიერა შესაძლოა ,,ბარსელონაში” გააგრძელოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კატალონიელები პორტუგალიელის ტრანსფერზე მუშაობენ, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა რთული იქნება. თავად ბერნარდუს ,,ბარსელონაში” გადასვლა სურს და ჯერჯერობით ყველა სხვა გუნდის შეთავაზებაზე უარს ამბობს. მისი გადაბირებით ,,პარი სენ ჟერმენი” და ,,ალ ჰილალი” ინტერესდებიან. ,,ბლაუგრანა” ფეხბურთელის არენდით აყვანასაც (სავალდებულო გამოსყიდვით) განიხილავს, თუმცა, […]
სასამართლომ ბენჟამინ მენდი უდანაშაულოდ ცნო
“მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველი – ბენჟამინ მენდი, რომელსაც ბრალად 7 ქალის გაუპატიურება ედებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან ოფიციალურად გათავისუფლდა. ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად წინასწარი დაკავების იზოლატორში ლივერპულში იმყოფებოდა, რომელიც B კატეგორიის გახლავთ და რომელსაც სახელად “Altcourse”-ი ეწოდება, შემდეგ კი იგი ქალაქ მანჩესტერში, A კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, სახელად – “Strangeways”. ამ წლის დასაწყისში ის უკვე უდანაშაულოდ ცნეს გაუპატიურების ექვს ბრალდებაში […]
მანჩესტერ სიტი ზაფხულში ორი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
,,მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას Manchester Evening News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ ფეხბურთელებს შორის ბერნარდუ სილვა და ემერიკ ლაპორტი არიან. პორტუგალიელის გადაბირებით, რომელსაც ,,ქალაქელებთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ,,ბარსელონა”, ,,პსჟ” და ,,ალ ჰილალი” ინტერესდებიან. ლაპორტის ყიდვა კი ,,ჩელსის”, ,,ბაიერნსა” და ,,ასტონ ვილას” სურთ. ბერნარდუმ გასულ სეზონში ,,სიტის” მაისურით […]
ოფიციალურად: გიუნდოგანი ბარსელონას ფეხბურთელია!
ილქაი გიუნდოგანი “ბარსელონას” ფეხბურთელია. კატალონიური გრანდი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტით სუპერვარსკვლავის ტრანსფერს ადასტურებს. გიუნდოგანის ტრანსფერთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ ვარსკვლავი “ბარსელონას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მის ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს. “მინდა მადლობა გადავუხადო “მანჩესტერ სიტის” წარმოუგენლად მაგარ ფანებს. ისინი იმ მომენტიდან მიჭერდნენ მხარს, როდესაც ამ დიდებულ კლუბში გადმოვედი […]
2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს აშშ უმასპინძლებს
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მასპინძლის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურისა და სერვისის მოთხოვნები, ასევე, ტურნირის ფართო, სტრატეგიული ამოცანები. ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს – 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას – 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე […]
მანჩესტერ სიტიმ დეკლან რაისის შეძენა გადაწყვიტა
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტიმ” გადაწყვიტა “ვესტ ჰემს” დეკლან რაისის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთოს. აღსანიშნავია, რომ კლუბი ფეხბურთელის გარემოცვასაც დაუკავშირდა და დარწმუნდნენ, რომ რაისი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. აქედან გამომდინარე შეთანხმება უკვე კლუბებზეა დამოკიდებული. მისი შეძენით “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნი” ინტერესდებოდნენ, თუმცა, ამ დრომდე ტრანსფერში გამოკვეთილი ფავორიტი ლონდონური კლუბი რჩებოდა. როგორც […]
“კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია” – ფაბრიციო რომანო
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტიმ” მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერი განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანოს მტკიცებით, “სიტისა” და “ჩელსის” შორის შეთანხმება ოფიციალურად შედგა, რის შემდეგაც 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, კოვაჩიჩის ტრანსფერი განხორციელდა. ცნობილია, რომ “სიტი” გარანტირებულად 25 მილიონს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ფუნტი დაემატება. ხორვატ […]
გვარდიოლას გიუნდოგანის დარჩენა სურს – გერმანელი წასვლას განიხილავს
პეპ გვარდიოლას სურს, რომ ილქაი გიუნდოგანმა მორიგი სეზონი კვლავ “მანჩესტერ სიტიში” გაატაროს, თუმცა ცნობილია, რომ გერმანელი ნახევარმცველი მოლაპარაკებას “ბარსელონასთან” აწარმოებს. გიუნდოგანის შეძენის ინიციატორი ხავია, რომელსაც გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება და პედრისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება სურს სურს. გასულ კვირას, კატალონიურმა კლუბმა 32 წლის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მეორე მხრივ, “სიტის” ამოცანა გიუნდოგანის შენარჩუნებაა. ისტორიულ სეზონში, როდესაც მანჩესტერულმა […]