საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ირლანდიას დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის დროით 23:45-ზე ირლანდიაში, “ავივაზე” გაიმართება.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრებს თავისი ისტორიის მანძილზე ირლანდიასთან არასდროს მოუგია – 9 მატჩი, 8 წაგება, 1 ფრე.
რაც შეეხება აღნიშნული გუნდების ბოლო თამაშს, საქართველო და ირლანდია ერთმანეთს ბოლოს 2017 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ. თბილისში ჩატარებული შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.
ვლადიმერ ვაისმა მაშინ მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გაიყვანა: მაკარიძე, ნავალოვსკი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, გვილია, კვეკვესკირი, ჯიღაური, ყაზაიშვილი, ანანიძე, ქვილითაია.
აღნიშნულ შემადგენლობას დღევანდელ მატჩში აუცილებლად გამოაკლდება ჯანო ანანიძე, რომელმაც შვეიცარიასთან ტრავმა მიიღო და თბილისში დარჩა.