ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთი ჩოგანი დაამტვრია მეორე კი გულშემატკივარს აჩუქა (ვიდეო)

15 აპრილიდან საფრანგეთში, მონტე-კარლოს მასტერსმა აიღო სტარტი. სამწუხაროდ ტურნირს ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი მასტერსზე მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ფილიფ კოლშრაიბერი იყო. ყველასთვის მოულოდნელობა იყო ის, რომ ჯოკოვიჩს წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდა, მან მეტოქე 3-სეტიან დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას ნერვების მოთოკვა ძალიან უჭირდა. სერბმა ერთ-ერთ მომენტში ჩოგანი დაამტვრია, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნული საქციელი გამოასწორა – მან საკუთარ გულშემატკივარს ახალი ჩოგანი აჩუქა.

 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთი ჩოგანი დაამტვრია მეორე კი გულშემატკივარს აჩუქა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-