წარმოუდგენელი ქამ-ბექებით მოგებული ნახევარფინალური დუელების შემდეგ, “ლივერპული” და “ტოტენჰემი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან.
ბრიტანულ მედიაში საკმაოდ საინტერესო ციფრები გავრცელდა. ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავეს “ლივერპულმა” და “ტოტენჰემმა” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.
“ლივერპული” – 107 მილიონი ევრო
იურგენ კლოპის გუნდმა წელს ძალიან რთული გზა გაირა. მერსესაიდელებმა 1/8-ფინალში “ბაიერნი”, მეოთხედფინალში “პორტუ”, ნახევარფინალში კი “ბარსელონა” დაამარცხეს. “ლივერპულმა” ზოგადად, ტურნირზე მონაწილეობისთვის 15 მილიონი, ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის 9 მილიონი, პლეი-ოფში 3 გუნდის ბარიერის გავლისთვის კი ინგლისელებმა ჯამში 47 მილიონი ევრო მიიღეს. აღნიშნულ თანხას დაემატა სატელევიზიო ტრანსლაციებით მოპოვებული 13 მილიონი და UEFA-ს კოეფიციენტით მიღებული 23 მილიონი ევრო.
“ტოტენჰემი” – 102 მილიონი ევრო
მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილმა გუნდმა “ლივერპულის” მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის 15 მილიონი ევრო მიიღო. ლონდონელებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის 8, პლეი-ოფში წარმატებისთვის 47, სატელევიზიო ტრანსლაციებისგან 16, UEFA-ს კოეფიციენტით კი 16 მილიონი ევრო მიიღეს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებული გუნდი დამატებით 4 მილიონ ევროს მიიღებს.