“მე მისი დახმარება მსურს” – მაურისიო პოჩეტინო დელე ალიზე
როგორც მოგეხსენებათ, “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელი 51 წლის არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინოა. მაურისიომ ლონდონელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა და ოფიციალურად მუშაობას გასულ კვირას შეუდგა. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოსთვის ეს “ჩელსი” პირველი ლონდონური კლუბი არ არის. მას აქამდე “ტოტენჰემშიც” უმუშავია, სადაც 5 წელი გაატარა. ამ გუნდში არგენტინელ თავკაცს არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან უმუშავია, მათ შორის ერთ-ერთია დელე ალიც, […]
ტოტენჰემი ბაიერნის შეთავაზებაზე უარს ამბობს
უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰარი კეინის შეძენით “ბაიერნი” ინტერესდება. მიუნხენელებმა “ტოტენჰემს” გუშინ ოციფიალური შეთავაზებაც გაუკეთეს, თუმცა, 80 მილიონ ევროზე “დეზებმა” უარი თქვეს. ფაბირიცო რომანოს მტკიცებით, აღნიშნულ ინფორმაციას “ტოტენჰემთან” დაახლოებული წყაროები ადასტურებენ. არ არის გამორიცხული, რომ “ბაიერნმა” კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთოს, რადგან “რეკორდმაისტერს” კეინის დამატება ძალიან სურს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს გერმანული კლუბი აქამდეც გაუსტუმრებიათ […]
“ყველაფერს გავაკეთებ ჩემი რეკორდის დასაცავად” – ალან შირერი
ალან შირერმა ხუმრობით თქვა, რომ თუ ჰარი კეინს ამ ზაფხულს “ბაიერნში” გადასვლა სურს, ჰარის პირადი მძღოლის ფუნქციას შეითავსებდა. მისი თქმით, ალანს ძალიან სურს საკუთარი პრემიერ ლიგის რეკორდის დაცვა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. შირერი ფიქრობს, რომ კეინი მის რეკორდს – 260 გოლი პრემიერ ლიგაში, მალე გააუმჯობესებს. თუმცა, ყველაფერი განსხვავებულად განვითარდება თუ “ტოტენჰემის” თავდამსხმელი “ბაიერნს” შეუერთდება. “თუ […]
გერმანულ მედიაში ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
მიუნხენის ,,ბაიერნი” ზაფხულში შემტევის ყიდვას შეეცდება. გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, ,,რეკორდმაისტერის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე წელს ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჰარი კეინი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელები ფეხბურთელის სანაცვლოდ მაქსიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. მალე ,,ბაიერნის” წარმომადგენლები ინგლისელთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპს დაიწყებენ. 2022-2023 წლების სეზონში კეინმა ,,ტოტენჰემის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე […]
“ტოტენჰემი მამარდაშვილს დაუკავშირდა” – ფაბრიციო რომანო
უგო ლორისის მთავარ შემცვლელად “ბრენტფორდის” დავიდ რაია განიხილება, თუმცა, ორ კლუბს შორის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. “ტოტენჰემს” რაიას სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდა არ სურს. აღნიშნულიდან გამომდინარე, “სპურსის” მესვეურები გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდნენ. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მამარდაშვილი “ტოტენჰემს” დაუკავშირეს. ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, […]
დავიდ რაია ტოტენჰემის კარს დაიცავს
“ბრენტფორდის” კარის დარაჯი დავიდ რაია “ტოტენჰემის” შეთავაზებას დათანხმდა. ესპანელმა მეკარემ “დეზებისგან” შეთავაზებული ყველა პუნქტი მიიღო. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფასის დასაკლებად კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიას აგენტს “ჩელსის” წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა, ეს სიცრუე გამოდგა. 2022/2023 წლის პრემიერ ლიგის სეზონში […]
ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელი ანგე პოსტექოღლუ იქნება
“ტოტენჰემმა” ანგე პოსტექოღლუსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ავსტრალიელ სპეციალისტს “სელტიკთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა, ლონდონელები კომპენსაციის გადახდას აპირებენ. პოსტექოღლუ ოფიციალურად, სწორედ ამ პირობის დაკმაყოფილების შემდეგ დაინიშნება. “დეზები” 57 წლის სპეციალისტთან 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ, პლუს ერთი წლის დამატების პერსპექტივით. პოსტექოღლუმ “სელტიკთან” ერთად შოტლანდიაში ტრებლი მოიგო. ბოლო შეხვედრა მან შოტლანდიის თასზე ჩაატარა, სადაც “ინვერნესსი” […]
პოჩეტინო: საუკეთესო ვარიანტი ჩელსისთვის
“ტოტენჰემთან” ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო “ნისლიან ალბიონს” მწვრთნელის რანგში პირველად უბრუნდება. მცირე მიმოხილვით დავიწყოთ: მიმდინარე სეზონში, “ჩელსიმ” ოთხი (!!!) მწვრთნელი გამოიცვალა. სტარტზევე, სრულიად მოულოდნელად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ტომას ტუხელმა დატოვა. იგი გრაჰამ პოტერმა ჩაანაცვლა, რომელსაც ზურგს “ბრაიტონის” შესანიშნავი გამოცდილება უმაგრებდა, თუმცა ამ უკანასკნელმა “არისტოკრატებში” ვერ გაამართლა. ბრუნო სალტორმა გუნდი მოედანზე მწვრთნელის რანგში მხოლოდ […]
პრემიერლიგიდან ლესტერი, ლიდსი და საუთჰემპტონი გავარდნენ
პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეული იყო. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, დარჩენისთვის ერთდროულად სამი გუნდი (,,ევერტონი”, ,,ლიდს იუნაიტედი” და ,,ლესტერი” ) იბრძოდა. ,,ევერტონმა”, რომელიც საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, შინ ,,ბორნმუთის” დამარცხება შეძლო და 36 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა. მოიგო ,,ლესტერმაც”, თუმცა დინ სმიტის გუნდმა პრემიერლიგა 34 ქულით მე-18 ადგილზე დაასრულა […]
მოურინიო: ,,ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია ჩემს კარიერაში, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს”
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, განაცხადა, რომ ,,ტოტენჰემთან” ახლო ურთიერთობა არ აქვს: ,,ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია ჩემის კარიერაში, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს. შესაძლოა იმიტომ, რომ სტადიონი პანდემიის გამო ცარიელი იყო. ან იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ლევიმ ფინალში თამაშის (ინგლისის ლიგის თასის) და თასის მოგების საშუალება არ მომცა. თუმცა, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ასეთი კლუბია,” – თქვა […]
THE ATHLETIC: გიორგი მამარდაშვილი 5 კლუბის მთავარი სამიზნეა
მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას (1:0) “ვალენსია” ქართველ კიპერს უნდა უმადლოდეს. MARCA: “მამარდაშვილის გმირობამ ვალენსია იხსნა” ვალენსიამ რეალს მოუგო – მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილი რეალთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა | VIDEO “ღამურების” ბრწყინვალე შედეგი რასისტულმა შეძახილებმა გადაფარა, რომელზეც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებს. მამარდაშვილმა მატჩის მიწურულს ვინისიუსთან მომხდარი დაპირისპირების გამო […]
ჰარი კეინმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა
პრემიერლიგის 37-ე ტურში ,,ტოტენჰემი” ,,ბრენტფორდს” მასპინძლობს. მატჩი ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა. ლონდონური გუნდის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში გოლის გატანა 25 ტურში შეძლო, რაც პრემიერლიგის ისტორიაში (38-მატჩიან ფორმატში) ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ჰარი კეინის ანგარიშზე ინგლისის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 319 შეხვედრაში სულ 211 გოლია, რითაც 29 წლის ფორვარდი მხოლოდ ალან შირერს (260 გოლი 441 მატჩში) ჩამორჩება.