29 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უეფას ეგიდით ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი ლონდონური კლუბი “არსენალი” და “ჩელსი” დაუპირისპირდებიან.
უამრავი ადამიანით, ფეხბურთის ქომაგებითა და მოვლენებით გადატვირთულ და სპორტული სამყაროს ეპიცენტრში მყოფ ბაქოში ჟურნალისტებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტი თვალთახედვის არეალიდან არ გამოპარვიათ – ბაქოში “ჩელსის” დირექტორთან შესახვედრად “იუვენტუსის” დირექტორი ჩავიდა, სასაუბრო თემა კი მაურისიო სარი გახლდათ, ტურინელებს იტალიელი სპეციალისტის ხილვა საკუთარ კლუბში სურთ.
#Agnelli a #Baku da #Sarri! FOTO ESCLUSIVE ⬇️ https://t.co/gkR2O5mbEu
— Tuttosport (@tuttosport) May 29, 2019
იმ შემთხვევაში თუ სარი “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტის დარღვევის გამო ტურინელები მზად არიან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ კომპენსაციის სახით.