ზაზა ფაჩულია ქართული ტურიზმის კამპანიას შეუერთდა!

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საკუთარ ქომაგებსა და NBA-ის მოყვარულებს საქართველოში დასვენების თხოვნით/შეთავაზებით მიმართავს. ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ხდება, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები შეწყდება.

ქართველმა საზოგადოებამ აქტიურად დაიწყო მოწოდებები საკუთარ სოციალურ ქსელებში – “გაატარე ზაფხული საქართველოში”.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ზაზა ფაჩულია შეუერთდა აღნიშნულ კამპანიას და საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

 

ზაზა ფაჩულია ქართული ტურიზმის კამპანიას შეუერთდა!

სტატიის ავტორი
-