BBC-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიო ტურინში იმყოფება და მომდევნო 24 საათის განმავლობაში, გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.
24 წლის ფეხბურთელს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებდა. ცნობილია რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება თავად ტომაშ ტუხელმა არ ისურვა.
მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე, “იუვენტუსმა” უკვე მეორე ფეხბურთელი დაიმატა თავისუფალი აგენტის სტატუსით: “არსენალში” 11-წლიანი კარიერის დასრულების შემედგ, “ბებერი ქალბატონის” რიგებს აარონ რემსი შეუერთდა.
ადრიენ რაბიოს ტურინში გამოჩენასთან დაკავშირებით, იტალიური გრანდის ოფიციალურმა გვერდმა “ტვიტი” გამოაქვეყნა.
✈️ @Adriien_Rabiiot‘s arrival!
📸➡️ https://t.co/ZhQg26cKy4 pic.twitter.com/PJe5q6HrPh
— JuventusFC (@juventusfcen) June 30, 2019