ვინ უფრო პოპულარულია? ფედერერი, ნადალი თუ ჯოკოვიჩი?

მსოფლიოს საჩოგბურთო სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული როჯერი აწ უკვე 40 წლისაა, ჯერ კიდევ ჰყავს შესანიშნავი ტრიო – ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩი.

შესანიშნავი სამეულიდან კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ნოვაკ ჯოკოვიჩია. აღნიშნული ფაქტი ნათლად დასტურდება მაშინ, როდესაც ჯოკოვიჩს ან ფედერერის ან ნადალის წინააღმდეგ უწევს თამაში – კორტზე ყოველთვის დომინირებს მისი მეტოქეების გამამხნევებელი შეძახილები.

რამდენიმე წლის წინ, ზემოთხსენებულ თემას ჯიმ კურიე შეეხო:

“ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ჯოკოვიჩი საჩოგბურთო სამყაროში ფედერერისა და ნადალის ჰეგემონიის დროს გამოჩნდა. მაშინ როდესაც ჩოგბურთის ქომაგები ორად იყოფოდნენ – ფედერერისა და ნადალის ქომაგები”, – განაცხადა ჯიმ კურიემ.

ჯოკოვიჩის ნაკლებ პოპულარულობას ფედერერთან და ნადალთან შედარებით ყველაზე ცხადად სოციალური ქსელები ადასტურებს:


Facebook: 

როჯერ ფედერერი18,6 მილიონი მოწონება

რაფაელ ნადალი14.8 მილიონი მოწონება

ნოვაკ ჯოკოვიჩი10.5 მილიონი მოწონება


Instagram:

როჯერ ფედერერი 8.7 მილიონი გამომწერი

რაფაელ ნადალი 12.1 მილიონი გამომწერი

ნოვაკ ჯოკოვიჩი 9.3 მილიონი გამომწერი


Twitter:

როჯერ ფედერერი12.7 მილიონი გამომწერი

რაფაელ ნადალი15.6 მილიონი გამომწერი

ნოვაკ ჯოკოვიჩი8.8 მილიონი გამომწერი


საერთო ჯამში:

  1. რაფაელ ნადალი – 42 500 000 მოწონება/გამომწერი
  2. როჯერ ფედერერი – 40 000 000 მოწონება/გამომწერი
  3. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 28 600 000 მოწონება/გამომწერი

ვინ უფრო პოპულარულია? ფედერერი, ნადალი თუ ჯოკოვიჩი?

სტატიის ავტორი
-