UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელი კაცისა და ქალის ნომინანტები დაასახელა.
UEFA-ს წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ტიტულისთვის ვირჯილ ვან დაიკი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ტიტულის მოპოვებას კი ამანდინ ანრი, ადა ჰეგერბერგი და ლუსი ბრონზი შეეცდებიან.