საქართველოს ნაკრების ახალწვეული, რატი ანდრონიკაშვილი გავლენიანი საკალათბურთო პორტალის, draftexpress-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. 17 წლის ქართველი პოინტ გარდის შესახებ, draftexpress-ი საქებარ სიტყვებს არ იშურებს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
draftexpress-მა რატი ანდრონიკაშვილი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ტალანტად მოიხსენია, რომელსაც ზრდის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ქართველი გამთამაშებლის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს, სოციალურ ქსელებში საკმაოდ მაღალი გამოხმაურება მოჰყვა.